LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენმდივნად დაამტკიცეს

87

გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი, ზურაბ პოლოლიკაშვილი, დაამტკიცეს.

UNWTO-ს გენერალურმა ასამბლეამ ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 2017 წლის 12 მაისის გადაწყვტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი და გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი აირჩია.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავენ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს.

ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში, ჩენგდუში იმართება.

გენერალური მდივნის პოსტზე დამტკიცების შემდგომ, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

UNWTO-ს გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცების პროცედურას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები