LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ყიფშიძის სახელფასო ანაზღაურება 400 ლარზე ხუთჯერ მეტია – მინისტრი

169

ზურა ყიფშიძე დასაქმებულია მარჯანიშვილისა და თუმანიშვილის თეატრებში, ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელზეც, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყიფშიძის სახელფასო  ანაზღაურება 400 ლარზე ხუთჯერ მეტია და ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

’’ახლაც არ წყდება  მღელვარება სოციალურ ქსელებში და მთელი ეს მღელვარება აწყობილი იყო ერთი კონკრეტული ადამიანის, ბატონი ზურა ყიფშიძის გაუსაძლისი მდგომარეობის გარშემო. ეთერში ისიც ითქვა, რომ იგი, პრაქტიკულად,  400 ლარიანი ხელფასის გამო შიმშილობს.  მე ვწუხვარ რომ კონკრეტულ ადამიანზე  მიწევს საუბარი და არა სისტემურ რეფორმაზე, ან საკითხზე, მაგრამ უბრალოდ, ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა ამან. ამბავი, როდესაც პირდაპირ  საზოგადოებაში შეცდომაში შეყავთ იმიტომ რომ არავითარ 400 ლარიან კონკრეტულ ხელფასზე და მითუმეტეს ყოველთვიურ შემოსავაზე საუბარი არ არის. ბატონი ზურაბი ბევრად მეტი ოდენობის ხელფასს იღებს მარჯანიშვილის თეატრში, თუმანიშვილის თეატრში, ის ასევე ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია პირველ არხზე და კიდევ უფრო მეტი ყოველთვიური ანაზღაურება აქვს.

აღარაფერს ვამბობ ფონდი ’’ქართუს’’ მიერ მიღებულ ყოველთვიურ დახმარებაზე. შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ის კერძო თანხაა და რატომ ითვლის სამინისტრო ამ თანხას. რა თქმა უნდა, ამას არ ვითვლით, უბრალოდ მსურს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია. თუმცა, მხოლოდ საბიუჯეტო თანხებს თუ განვიხილავთ , მარჯანიშვილისა დ თუმანიშვილის თეატრები, ასევე პირველი არხი ის უწყებები გახლავთ, რომლებიც ბიუჯეტიდან  ფინანსდება და შესაბამისი ანაზღაურება ბატონ ზურაბს აქვს.

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ჩაიგდეს თავი ზურამ, ან გიორგიმ ასეთ უხერხულ  მდგომარეობაში, როდესაც ასეთი გულისამაჩუყებელი ისტორია მოყვა გიორგიმ პირდაპირ ეთერში და ამ 400 ლარზე იყო საუბარი. არადა ჯამურად 5-ჯერ მეტი შემოსავალი გამოსდის ზურას. ამიტომ, არ ვიცი რა დავარქვა ამ ინსინუაციას, პროვოკაციას აჰყვა…

დიდი იმედი მაქვს რომ თავად ბატონი ზურაბი დაადასტურებს იმას, რაზეც მე ვსაუბრობ,’’ – განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები