LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილმა თავისი სახელი დაარქვა რუსულ ოკუპაციას და დანაშაულს, რომელიც სააკაშვილმა და ვაშაძემ ჩაიდინეს – კობახიძე

27

სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს მოუწოდა, ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია წარმართონ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესის სხვა შინაარსით წარმართვას ცდილობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო შტაბის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საკუთარ ხედვასთან დაკავშირებით შესანიშნავად ისაუბრა.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებას იმ საკითხების მიმართ, რასაც 2008 წლის ომი და ზოგადად, რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ჰქვია,  ძალიან კარგად, შესანიშნავად განმარტა ყველაფერი, ზუსტად დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი. მათ შორის, კიდევ ერთხელ თავისი სახელი დაარქვა რუსეთის აგრესიას, რომელიც 2008 წელს განხორციელდა, თავისი სახელი დაარქვა რუსულ ოკუპაციას და ასევე, თავისი სახელი დაარქვა იმ უმძიმეს დანაშაულს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა. ეს არის დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს მაშინ მიხეილ სააკაშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც რუსეთის მოქალაქე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მას ძალიან დიდი წვლილი

მიუძღვის დანაშაულის ჩადენაში, რომლის შედეგადაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დავკარგეთ.  ეს დანაშაული  „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად უნდა შევახსენოთ, თუმცა მთავარია, აქცენტი გაკეთდეს მომავალსა და ხედვაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რას გულისხმობს წინა ხელისუფლების დანაშაულში, კობახიძე ამბობს:

„რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება, ავანტურისტული ქმედება, თუ არ ვიცი, ეს იყო მოღლატეობრივი ქმედებაც კი, ის სცენარი, რომელიც კრემლში იყო დაწერილი, საქართველოში ვერ განხორციელდებოდა. ამ დანაშაულს შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, როგორც ჩვენი სამხედროების და სამოქალაქო პირების სიცოცხლე, ასევე ჩვენი ტერიტორიები და ტერიტორიული მთლიანობა შეეწირა. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. უამრავი დევნილი გვყავს და ასეთ სიტუაციაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერები: სააკაშვილი, ვაშაძე, გვარამია და ა.შ ბედავენ და სხვას ესაუბრებიან 2008 წლის ომის შესახებ. ისინი დამნაშავეები არიან, უდიდესი დანაშაული აქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პოპულალურები