LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზურგს მიმაგრებენ მინისტრები, რომლებიც ყველა კრიტერიუმით იმსახურებენ ნდობას” – პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს

87

“თავისუფლება ,სწრაფი განვითარება ,კეთილდღეობა” – პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს. ამ წუთებში  მამუკა ბახტაძე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს , რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

არსებული ეკონომიკური მოდელი არ პასუხობს იმ გამოწვევებს , რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, ჩვენი ამოცანაა, რომ ბიუროკრატია გავხადოთ რაციონალური, მოქნილი  და ეფექტიანი – ასეთია მამუკა ბახტაძის მთავარი გზავნილები.

ზურგს მიმაგრებენ მინისტრები, რომლებიც ყველა კრიტერიუმით იმსახურებენ ნდობას, ეს არის მთავრობის მართვის მოდელი, რომელიც პირდაპირ მიმართულია ბიუროკრატიული ხარჯების დაწევაზე, სამთავრობო პროგრამის დამტკიცებისთანავე, მე დავიწყე მუშაობა იმ დაპირების შესასრულებლად, რაც ამ ტრიბუნიდან სამი კვირის წინ განვაცხადე. ლოდინის დრო არ არის. ჩვენი მთავარი ორიენტირი გახლავთ შედეგი და მხოლოდ ამ შემარებით და ამ სულისკვეთებით შევძლებთ უმოკლეს ვადებში რეალური შედეგების მიღწევას – აღნიშნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მთავრობის მთავარი მიზანია ისეთი საქართველოს შექმნა, სადაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა იქნება უზრუნველყოფილი.

შეგახსნეებთ, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში სამი ახალი სახეა – განათლების მინისტრად წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკის მინისტრად გიორგი ქობულია, ხოლო  ფინანსთა მინისტრად  ივანე მაჭავარიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები