LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუზუ ბეჟაშვილმა მიმტანად დაიწყო მუშაობა (ფოტოები) – „არანაირი საქმე არ „ტეხავს“

127

მსახიობმა ზუზუ ბეჟაშვილმა ერთ-ერთ კლუბში მიმტანად დაიწყო მუშაობა. ლაუნჯ-ბარ „Beatles Club“-ის „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ზუზუ რამდენიმე მაგიდას ემსახურება.

მსახიობს დავუკავშირდით იმის გასაგებად, რამ განაპირობა მისი ახალი სამსახურის დაწყება.

ზუზუ:

ოფიციანტად მუშაობა დავიწყე., პარასკევსა და შაბათს მიმტანად ვმუშაობ, კარაოკეც მიმყავს იმავე ლაუნჯ-ბარში. ახალი სამსახურის აუცილებლობა იმან განაპირობა, რომ ჩემს საქმიანობაში გარკვეული პაუზა მაქვს. ვერ დავჯდები და ვერ ვიცონებებ. თუ რაიმე როლია ჩემთან მოსასვლელი, ისედაც მოვა, არ დაიკარგება, პროფესიაში ამ პაუზას კი ახალი სამსახურით ვავსებ. არანაირი საქმე არ „ტეხავს“. ტეხავს ის, რომ იჯდე და შენთვის ახურებდე, რომ ფული არ გაქვს.

გეთანხმები, რა თქმა უნდა…

რა თქმა უნდა, მირჩევნია, ჩემი საქმე ვაკეთო. მაქვს შემოთავაზებები, მაგრამ როდესაც წინასწარ ვამბობ, არაფერი გამოდის ხოლმე. ერთი და იმავე ადგილიდან მაქვს რამდენიმე შეთავაზება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გაგიმხელთ. ზოგი პროექტი არ მოგწონს, მაგრამ თანხმდები, რადგან ფინანსურად გაწყობს, ეს კი ის პროექტია, რომელიც ძალიან მომწონს.

მიმტანობა როგორ მოირგე? ყველა საქმეს ცოდნა უნდა, ხომ იცი…

გეთანხმები. იცი რა? ვერ გეტყვი, რომ მოვირგე. მეხმარებიან.

შენს დანახვაზე ხალხს როგორი რეაქცია აქვს?

ბევრი კურიოზული სიტუაცია იქმნება. ზოგი მეუბნება, რომ ვერაფერს შემიკვეთავს და მომატანინებს, რადგან ეუხერხულებათ, ზოგი, პირიქით, ბევრ რამეს მიკვეთავს. მე არ მეუხერხულება ამ საქმის კეთება. ამ ლაუნჯ-ბარში ბევრი საინტერესო საღამოს გაკეთებას ვგეგმავთ, მათ შორის, პოეზიის საღამოების, სადაც ლექსებს მე და მაკა შალიკაშვილი წავიკითხავთ. როცა მე ვმუშაობ, ძია ნოდარის ბენდი უკრავს, რომლის სოლისტი „ნიჭიერის“ გამარჯვებული, ეკა ანდღულაძეა, ძალიან კარგი ბენდია. ბარში, ზოგადად, კარგი სიტუაციაა. ხან კარაოკე მიმყავს, ხან მიმტანი ვარ.

ანაზღაურებით კმაყოფილი ხარ?

კი, ნორმალური ანაზღაურება მაქვს, მაგრამ ეს დროებითი სამუშაოა…

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები