ზვიად გამსახურდიას შესახებ გადაღებული ფილმის პირველი ტრეილერი გავრცელდა (ვიდეო)

პოპულარული

ზვიად გამსახურდიას შესახებ გადაღებული ფილმის პირველი ტრეილერი გავრცელდა (ვიდეო)

გიორგი ოვაშვილი დიდი ხანია მუშაობს პროექტზე, რომელიც დღის სინათლეს მალე იხილავს. გუშინ გავრცელდა ფილმის პირველი ტრეილერი. „ხიბულაში“ ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებზე იქნება მოთხრობილი.

ფილმი გიორგი ოვაშვილის ტრილოგიის დასასრულია. „გაღმა ნაპირი“ ეკრანებზე 2009 წელს, ხოლო „სიმინდის კუნძლი“ 2014 წელს გამოვიდა. მთავარი გმირის როლზე რეჟისორმა არჩევანი არა ქართველ, არამედ ირანელ მსახიობზე შეაჩერა. ზვიად გამსახურდიას ჰოსეინ მაჰჯუბი განასახიერებს.

დრამას მაყურებელი სავარაუდოდ, წელს ბერლინალეზე ან კანის კინოფესტივალზე ნახავს.

 

 

ახალი ამბები / კულტურა /

|

9 იანვარი, 2017

|

საკვანძო სიტყვები