LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად კუპრავას მიერ საქალაქო სასამართლოს ინვენტარის დაზიანების გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

51

12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში უფლებადამცველ ზვიად კუპრავას მიერ სასადილო ინვენტარის დაზიანების ფაქტზე.

“მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1983 წელს დაბადებული მოქალაქე ზ.კ.-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები,” – წერია შსს-ს განცხადებაში.

პოპულალურები