რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ „თბილისური კვარტეტი“ სტუმრობდა, რომელმაც 19 ოქტომბერს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა და მსმენელს ახალი ნამუშევრები წარუდგინა.
როგორია კონცერტის სამზადისი, რომელიც 19 ოქტომბერს „კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში“ გაიმართება?
რაც შეეხება კონცერტის სამზადისს, არ არის მარტივი, ძალიან ბევრი დეტალი, ძალიან ბევრი საკითხია, მაგრამ ასე თუ ისე 90 %-ს გავართვით თავი. 10 % არის რაც დარჩა ის პერიოდი, რაც გასავლელია. ვფიქრობთ, რომ სრული მზადყოფნა არის. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მაყურებლის წინაშე წარვდგეთ უმაღლეს დონეზე. ვფიქრობთ, რომ ყველაფერი იდეალურად შესრულდება.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მუსიკალურ ხელმძღვანელს, ქეთევან გაბისიანს და ჩვენს პროდიუსერს, ნეკა სებისკვერაძეს.
კონცერტის მხატვარი არის ბატონი ვანო ჭელიძე. ველოდებით, რომ განსაკუთრებულად ლამაზი სცენა გვექნება.
ბილეთები იყიდება biletebi.ge-ზე და ძალიან ცოტა რაოდენობა არის დარჩენილი.
კონცერტზე იქნება მხოლოდ ერთი დუეტი კვარტეტთან, ქალბატონ ნატო მეტონიძესთან ერთად. ძალიან საინტერესო სიმღერაა. არ გვინდა, რომ ვთქვათ, რა სიმღერაა, სიურპრიზად გვინდა, რომ დავტოვოთ, ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი ჯოკერივით იქნება ეს ნომერი, რაღაც გამონათება იქნება, რომელიც საერთოდ შეცვლის და გაალამაზებს ჩვენს საღამოს.

როგორი იქნება კონცერტის რეპერტუარი?
100%-ით ახალი რეპერტუარი იქნება გამოტანილი კონცერტზე, 18 ახალი ნომერი.
ეს პირადად თქვენთვის შექმნილი სიმღერები იქნება თუ რიმეიქები, ახალი ვერსიები?
ძველი სიმღერების ახალი ვერსიები იქნება.
ხელახლა ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ ასევე იქნება პრემიერა ახალი სიმღერის, რომელიც უმღერებელია.
რამდენიმე სოლო ნომერიც შესრულდება ამ კონცერტზე.

ვისაუბროთ „ქალაქური სიმღერების პოპურზე“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ეს სიმღერა არის ქალბატონ თამარ კოტეტიშვილის გაკეთებული, მაცაცოსი, რომელიც რატის დედა გახლავთ. თან ისე დაემთხვა, რომ მალევე რატიც ჩვენთან ერთად შემოვიდა კვარტეტში. ახალი ძალა, ახალი ენერგია, სრულიად სხვა გადალაგება მოხდა და სრულიად სხვა ჰარმონიები წამოვიდა კვარტეტიდან.
5 სიმღერა არის პოპურში, ყველა აბსოლუტურად ცნობილია მსმენელისთვის, მაგრამ საინტერესოა სიმღერიდან სიმღერაზე გადასვლა.
„ბრავო სტუდიაში“ ჩაიწერა. არანჟირება მამუკა ბეგაშვილს, იგივე პეკეს ეკუთვნის. ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა ვოკალზე.

მოგვიყევით გოგი ცაბაძის პოპურზე, რომლის პრემიერაც ასევე დღეს შედგება.
ჩაიწერა „ბრავო სტუდიაში“, ალეკო ბერძენიშვილთან. არანჟირება ისევ და ისევ მამუკა ბეგაშვილს ეკუთვნის. კარგი პროდუქტი გამოვიდა, ჩვენ ასე ვფიქრობთ და მსმენელიც შეიყვარებს, დარწმუნებული ვართ.
თბილისური კვარტეტი – ქალაქური სიმღერების პოპური
თბილისური კვარტეტი – გოგი ცაბაძის სიმღერების პოპური
გადაცემის აუდიოჩანაწერი
თბილისური კვარტეტი – მეორე ლეგენდა. Live
თბილისური კვარტეტი – რა გინდოდა. Live
თბილისური კვარტეტი. “პრემიერა თაკოსთან”