LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„15 კილო დავიკელი… ჩემი მიზანი, კიდევ 8 კილოს დაკლებაა“ – როგორ გაიმარჯვა მასტერშეფმა ნუცა სურგულაძემ წონაზე

659
ნუცა სურგულაძე

ცნობილი მზარეული, ნუცა სურგულაძე გამომწერებს სიხარულით უზიარებს ხოლმე ფოტოებს, სადაც ჩანს მისი წონა დაკლებამდე და დაკლების შემდეგ. ამ დრომდე მან 15 კილოგრამის დაკლება მოახერხა და ჟურნალ „სარკის“ მკითხველს უზიარებს, თუ როგორ მოახერხა ეს.

„ძალიან დიდი სტრესის ფონზე მოვიმატე წონაში წინა წელს დაახლოებით 10 კილოგრამი… ახლა კი ჩემივე კვების ბალანსით, 1300 კალორიით, დავიკელი. ასევე ვვარჯიშობდი ძალიან ბევრს. რაც თავი მახსოვს, წონა სულ მაწუხებდა. განსაკუთრებით, თინეიჯერობის მერე, ახლა კი ზედმეტი 10 კილოც მოვიმატე.

6 თვეში 16 კილო დავიკელი. დღეში სამჯერ ვიკვებები – დილის 9-ზე, შუადღის 2-3-ზე და შემდეგ 5-6 საათისთვის. საუზმე ყოველთვის დაბალანსებულია, კვერცხი ან შვრია, წიწიბურა ყველით. შუადღეზე, ძირითადად, ბოსტყნეულის სალათს ვჭამ. საღამოს კი ნახშირწყალს ვიღებ – წიწიბურა, კუსკუსი ან ბრინჯი, ასევე ხორცი რაიმე სოუსთან, ან ბოსტნეულთან ერთად. ტკბილსაც ვჭამ, ოღონდ დიდი რაოდენობით – აღარ…“ – აღნიშნავს მზარეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები