22, 23 და 24 სექტემბერს ანაკლიაში ტრადიციულად, კავკასიური პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით იქნება გამორჩეული, მონაწილეობას მიიღებს ცნობილი მომღერლები, ეთნოგრაფიული ანსამბლები და რა თქმა უნდა, კავკასიაში მცხოვრები პოეტები.
ტრადიციისამებრ ჩერქეზთა გენოციდის მემორიალს გვირგვინით შეამკობენ მონაწილეები.
– ეს ფესტივალი კავკასიის ერთიანობის იდეას ახმოვანებს,კავკასიური პოეზია სხვანაირად ძარღვიანია, წარმოდგენილი იქნება არა ერთი გამოცემა, თარგმანები, ასევე გვექნება მუსიკალური ნაწილი და კავკასიური ცეცხლოვანი ცეკვები. ეს ფესტივალი კავკასიელი ხალხის მრავალწლიანი მეგობრობის დასტურია. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მონაწილეს. კავკასია ჩვენი საერთო სახლია“,- აცხადებს მარაბ ჩუხუა „ჩერქეზულ (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დირექტორი.
