„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელ – გიზო ვასაძესთან ერთად, მოქალაქეებს „ბუკიას ბაღში“ შეხვდა, ასევე შეხვედრა გამართა ნუცუბიძის ქუჩა N46-ში მაცხოვრებლებთან.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დელეგატმა მოისმინა მათი საჭიროებები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.
„ყოველდღიური შეხვედრებისას მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერას ვგრძნობ. სწორედ, ამიტომ 26 ოქტომბერს ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.