მომღერალმა ლოლა წერეთელმა წლების წინ ჯერ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და წონაში საგრძნობლად დაიკლო, მცირე ხნის წინ კი სახის პლასტიკურ ოპერაციასაც მიმართა. გარეგნული ცვლილებებისა და შინაგანი მდგომარეობის შესახებ მან ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.
ლოლა წერეთელი:
„ჩემი სახე ისე კარგად შეიცვალა, 40 წლის ქალივით გამოვიყურები. ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ არაჩვეულებრივი შედეგი მაქვს, რაც ძალიან მიხარია. რეაბილიტაციის პერიოდიც კარგად გავიარე.
დაახლოებით 15 წლის წინ ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე. ძალიან გასუქებული ვიყავი და ოპერაცია გადავწყვიტე. ბარიატრიამ საერთოდ შემცვალა და შემცვალა უკეთესობისკენ. კარგადაც გამოვიყურები და შინაგანადაც სიმსუბუქეს ვგრძნობ. იმავდროულად, მაცვია ის სამოსი, რომელიც რაც მომწონს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვიზუალურად სულ ფორმაში უნდა ვიყო“.
მომღერალი ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ადამიანი აშინებს:
„მე უფრო ადამიანების მეშინია. იმისათვის, რომ გული გატკინოს, არ არის აუცილებელი, წარმატებული იყო. ადამიანს ბუმერანგის კანონი არ უნდა დაავიწყდეს. ლამაზად უნდა იცხოვროს და ლამაზად უნდა დაბერდეს…“
