LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

52 წლის შემდეგ ხელმეორედ ახსნილი სიყვარული: „დღემდე ვეფერები. ჩემო ძვირფასო მეუღლევ, ერთი 52 წელი კიდევ ვყოფილიყავით“

216
ასლან კონცელიძე და მინერი მუკუტაძე

52 წლის შემდეგ ხელმეორედ ახსნილი სიყვარული – უსაყვარლესი აჭარელი წყვილი ასლან კონცელიძე და მინერი მუკუტაძე უკვე ნახევარი საუკუნეა ერთად არიან და როგორც თავად ამბობენ, სიყვარული არათუ განელებიათ, არამედ ერთმანეთის გარეშე, ცხოვრება წარმოუდგენელი ჰგონიათ.

ურთიერთობის შესახებ, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ აჭარაში დაიწყო წყვილმა „რუსთავი 2“ სიუჟეტში ისაუბრა. აღნიშნეს, რომ ამჟამად მარტო, ბედნიერად ცხოვრობენ, თოხნიან, უვლიან ვენახს და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არიან დაკავებული;

„ტანწერწეტა, ჭკვიანი და ლამაზი გოგო იყო, რომ მომეწონა, ამიტომ მოვიყვანე ცოლად და დღემდე ვეფერები. ჩემო ძვირფასო მეუღლევ, 52 წლის მერე კიდევ მინდა ხელი გთხოვო… ერთი 52 წელი კიდევ ვყოფილიყავით…

ხანდისხან ადამიანები ზნეშეცვლილები არიან და ვიფიქრე გავახარებ, მეორე ბეჭედს გავუკეთებ-მეთქი… ყველაზე მთავარი ცხოვრებაში ისაა, რომ 52 წელია მყავს ძვირფასი მეუღლე“. – ამბობს ასლან კონცელიძე.

თავად მინერი მუკუტაძემ კი საზოგადოებას წლების წინ, მეუღლის მიერ გაგზავნილი წერილები გაუზიარა და აღნიშნა, რომ მათ დღემდე ინახავს.

„ჩვენს დროს „მესიჯები“ არ იყო და ამიტომ, ერთმანეთს წერილებს ვწერდით… დღემდე ვინახავ…“

52 წლის შემდეგ ხელმეორედ ახსნილი სიყვარული 💍

52 წლის შემდეგ ხელმეორედ ახსნილი სიყვარული 💍 ასლან კონცელიძის და მინერი მუკუტაძის ურთიერთობა, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ აჭარაში დაიწყო და დღემდე არ განელებულა 👩‍❤️‍👨 📍 სალომე კახეთელიძის სიუჟეტი

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on Tuesday 9 July 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები