LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

74 წლის ლიამ ნისონმა პამელა ანდერსონი 34 წლით უმცროს ქალზე გაცვალა – წყვილის უახლესი გამოჩენა

180
page

74 წლის ირლანდიელმა მსახიობმა, ლიამ ნისონმა ახალი რომანის შესახებ გავრცელებულ ჭორებს კიდევ უფრო მეტი საფუძველი ჩაუყარა. ლიამი ბრიტანელ მსახიობ, სტელა სტოკერთან ერთად ტორონტოს კინოფესტივალზე ხელიხელჩაკიდებული გამოჩნდა, რის შემდეგაც მათი ურთიერთობის შესახებ საუბარი აქტიურად დაიწყო.

ნისონი და 40 წლის სტოკერი კორტნი კოქსის ახალი ფსიქოლოგიური თრილერის, „ბოროტი გენიოსის“ პრემიერას დაესწრნენ.

ცნობისთვის მანამდე ნისონი სექს-სიმბოლოს, პამელა ანდერონს ხვდებოდა. ისინი ერთმანეთს ხანმოკლე რომანის შემდეგ დაშორდნენ და მეგობრებად დარჩენა გადაწყვიტეს.

„ერთი კვირა ერთად გავატარეთ მის სახლში“ – პამელა ანდერსონმა ლიამ ნისონთან რომანი აღიარა და დეტალები გაამხილა

ლიამ ნისონის პირადი ცხოვრება ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა მედიის ყურადღების ცენტრში. 2025 წელს მსახიობისა და პამელა ანდერსონის რომანის შესახებაც გავრცელდა ჭორები, მას შემდეგ, რაც ისინი ფილმზე „შიშველი იარაღი“ (The Naked Gun) ერთად მუშაობდნენ. თუმცა, მათი ურთიერთობის გაგრძელების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„ჩვენ შორის საოცარი ქიმიაა, შეუძლებელია ის არ შეგიყვარდეს“ – პამელა ანდერსონი ლიამ ნისონთან რომანზე ალაპარაკდა

დრო ყველაფერს კურნავს – სექს-სიმბოლოსთან მჩქეფარე რომანის ფონზე, ლიამ ნისონმა გარდაცვლილი მეუღლე აკანკალებული ხმით გაიხსენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები