LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. ეს ვერ ვაღიარებინეთ ევროკავშირს“ – ირაკლი კობახიძე

130
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და ეს არის ფაქტი, რომელიც ვერ აღიარებინეს ევროკავშირს“.

აღნიშნული განცხადებით კობახიძემ უპასუხა კითხვას, რატომ არ ახსენა რუსეთი, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„საუბარი იქ იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. საუბარი იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ყველა ამ თემაზე იყო საუბარი… რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს ვერ ვაღიარებინეთ ევროკავშირს. ოკუპაციაზე მქონდა საუბარი გაერო-ში. რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები