LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შორენა ბეგაშვილი: „ამდენი გაავებული ქალის ატანა ცოტა რთულია, ყველამ უკეთესად იცის, როგორ უნდა ვიცხოვრო, ვისთან, რატომ, როგორ გამოვიყურებოდე..არ ვიცი რატომ უნდა ვითმინო ეს შეურაცხყოფა? ან დააბით, ან ინტერნეტი გადაუჭერით ამ ქალებს“

598
შორენა

შორენა ბეგაშვილი „ფეისბუქს“ აუქმებს.

ამის შესახებ შორენა სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ქალების მხრიდან მისი მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარები არ წყდება.

მოდელი აღნიშნავს, რომ ამიერიდან ის მხოლოდ „ინსტაგრამს“ გამოიყენებს.

„არ მიყვარს პოსტების წერა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვიქნები მხოლოდ „ინსტაგრამზე“. აქ ამდენი გაავებული ქალის ატანა ცოტა რთულია. ყველამ უკეთესად იცის, როგორ უნდა ვიცხოვრო, ვისთან, რატომ, როგორ გამოვიყურებოდე. ამას კულტურულად ვწერ. რეალურად რასაც მწერენ ნახავთ კომენტარებში. არ ვიცი რატომ უნდა ვითმინო ეს შეურაცხყოფა, ან დააბით, ან ინტერნეტი გადაუჭერით ამ ქალებს. მოკლედ ეს ჩემი ინსტაგრამი,“ – წერს შორენა და საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდს გვიზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g