საპროტესტო აქციების დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაზიარებლად ახალი სოციალური ქსელი სახელად MNT შეიქმნა.
MNT-ის შემქმნელის, ნიკა შელიას თქმით, ამ პლატფორმაზე ინფორმაცია პირდაპირ მოქალაქეებმა გაავრცელონ.
„შეიქმნა ქართული სოციალური ქსელი რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს, აქციაზე, პარლამენტთან ან სხვა ლოკაციებზე მომხდარ მოვლენებზე მიიღონ გაუფილტრავი ინფორმაცია, პირდაპირ მოქალაქეებისგან და არა მედია საშუალებებისგან, რომლებიც წლების მანძილზე აშუქებენ დეზინფორმაციას და რუსულ ნარატივს.
პოსტის ან ვიდეოს ატვირთვა აპლიკაციაში მხოლოდ შესაძლებელია კონკრეტულ ლოკაციაზე, მხოლოდ მობილურით. ამით გაიფილტრება ის რუსული/ჩინური ბოტები რომლებიც სხვადასხვა ძალებით ცდილობენ Facebook, TikTok ზე ან X ზე დეზინფორმაციული კამპანიის გავრცელებას ქვეყანაში არსებულ მოვლენებზე. აპლიკაციის კოდი არის სრულიად ღია და ყველას შეუძლია კონტრიბუცია!”, – წერს ნიკა შელია LinkedIn-ზე.