ბრუკლინში მოქმედი ქართული რესტორანი „X Factory“ სოციალურ ქსელში იმ მუსიკალურ ვიდეომასალას აზიარებს, რომელმაც ინტერნეტსივრცეში ფართო გამოხმაურება და ვირუსული გავრცელება ჰპოვა.
ვიდეოში ასახულია რესტორნის სტუმრის, ანი ქურასბედიანის მუსიკალური ნომერი ანსამბლ „შვიდკაცასთან“ ერთად, რომელმაც ორ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
„გიზიარებთ ჩვენი გამორჩეულად ლამაზი ხმის მქონე სტუმრის ახალ ვიდეოს „შვიდკაცასთან“ ერთად ![]()
2 დღეში ანის ვიდეოს X ფაქტორის სოციალურ მედია არხებზე ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა და აუდიტორია დღითიდღე იზრდება.
სწორედ ეს არის X ფაქტორი – აქ თითოეული ნიჭიერი ადამიანის უნარი ფასდება
“
