LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენ მიერ გაცემული სახსრები მთლიანად გადაირიცხა ბავშვებზე მზრუნველ სამ ორგანიზაციაში” – ბერა და ნანუკა მეგობრებს მადლობას უხდიან

collage

ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა და მისმა რჩეულმა ნანუკა გუდავაძემ ჯვარი 11 ნო­ემ­ბერს სვეტი­ცხო­ველ­ში და­ი­წე­რეს.მაშინ ბერამ და ნანუკამ გადაწყვიტეს, სტუმრების სა­ჩუქ­რე­ბის თან­ხით გა­ჭირ­ვე­ბულ ბავშვებს დახმარებოდნენ.

როგორც ჩანს, ბერა და ნანუკას მეგობრებმა ეს თხოვნა გაითვალისწინეს. სოციალური ქსელის მომხმარებელი დეა შაფათავა  ბერას და ნანუკას მადლობის წერილს აქვეყნებს:

“ძვირფასო მეგობრებო,
გულწრფელ მადლობას გიხდით, რომ 11 ნოემბერს ჩვენთან ერთად იყავით და გაიზიარეთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთები.

მადლობა, რომ გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი თხოვნა საჩუქართან მიმართებაში.
გვსურს გაცნობოთ, რომ თქვენ მიერ გაცემული სახსრები მთლიანად გადაირიცხა ბავშვებზე მზრუნველ სამ ორგანიზაციაში: “Life Line”, “მზის შვილები” და “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება”.

ჩვენ ყველა ერთად დავეხმარეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.

საუკეთესო სურვილებით,
ბერა და ნანუკა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g