LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ისტორიული ფესვები და ჩვენი მომავალიც ევროპულია – მამუკა ბახტაძე

ბახტაძეეეე

საქართველო წარმოადგენს კარიბჭეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში მთელი ევრაზიის კონტინენტის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე – Eurasia in a New Global Context გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბიზნესის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში საქართველოს რეგიონულ ცენტრად ქცევის პოტენციალს.

“ღრმად მწამს, რომ რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივა ნამდვილად ძალიან ნათელი იქნება. თუ რუკას შეხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველო ბუნებრივადაა ბიზნესის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში რეგიონის ცენტრად ქცევის კანდიდატი. ამიტომ ვახორციელებთ დიდ კაპიტალდაბანდებას ინფრასტრუქტურაში. ჩვენ საკუთარ თავს ევროპიდან აზიამდე გადებულ ხიდად მივიჩნევთ. ჩვენი ისტორიული ფესვები ევროპულია და ჩვენი მომავალიც ევროპულია, თუმცა ამავდროულად საქართველო მდებარეობს ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე. ამიტომ მივიჩნევთ საკუთარ თავს ხიდად,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საქართველოს სურვილია, ხელი შეუწყოს ვაჭრობას და ტვირთბრუნვის ზრდას აზიასა და ევროპას შორის, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის და ამავდროულად, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ერთდროულად ორივესთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აკავშირებს.

“მე აქ დიდ სინერგიას ვხედავ. ჩვენ საკუთარ თავს ხიდად მივიჩნევთ, იმ ხიდად, რომელიც ორ უდიდეს ეკონომიკურ პლატფორმას აკავშირებს ერთმანეთთან. ჩვენ ვართ ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნის კარიბჭე და ახალი ლოგისტიკური მარშრუტებით შევძლებთ იმ ძალიან დიდი ეკონომიკური ღირებულების წარმოჩინებას, რომელიც ამ ქვეყნებში არსებობს,” – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g