LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თიბისი ბანკი” ფერმერებს აგრო-საინვესტიციო სესხს სთავაზობს

90

”თიბისი ბანკმა” ფერმერებს აგრო-საინვესტიციო სესხი შესთავაზა. ამის შესახებ, დღეს ”თიბისი” ბანკის სათავო ოფისში გახდა ცნობილი, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ”თიბისის” გენერალურმა  დირექტორმა  ვახტანგ ბუცხრიკიძემ  პრესკონფერენციას გამართეს.  მათ საზოგადოებას ახალი საბანკო პროდუქტი, აგრო-საინვესტიციო სესხი  წარუდგინეს.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, პირველად საქართველოში, ”თიბისი” ბანკი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  აგრო სექტორში ჩართულ პირებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უპრეცედენტო პროდუქტს – აგრო-საინვესტიციო სესხს სთავაზობენ, რომელიც პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, 20 000 ლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე საინვესტიციო სესხით სარგებლობა ფერმერებს  მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად,  გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით შეუძლიათ. სესხის  პროცენტს ნაწილობრივ ან სრულად დაფარავს  სახელმწიფო,   ფერმერი კი სესხის  გადახდას   მას შემდეგ დაიწყებს, როცა გაშენებული ბაღი მსხმოიარობაში შევა. საშეღავათო პერიოდი, რა დროსაც მსესხებელი სესხს არ იხდის, მაქსიმუმ 5 წელია.

ამ ეტაპზე აგრო-საინვესტიციო სესხი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ფლობენ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სულ მცირე 1 ჰექტარ ფართობს და დაინტერესებულები არიან მრავალწლიანი ნარგავების გაშენებით.

აგრო-საინვესტიციო სესხით სრულად დაფინანსდება ბაღის გაშენება და მისი შემდგომი მოვლა-ნარგაობის პროცესი  სრულ მსხმოიარობამდე. პარალელურად,ფერმერს შეუძლია ისარგებლოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტით  „დანერეგე მომავალი“, სადაც ის გრანტის სახით მიიღებს  ნერგების  ღირებულების მაქსიმუმ  70 % და სარწყავი სისტემის მაქსიმუმ 50 %-ს. სესხის აღების მსურველებმა უნდა მიაკითხონ ”თიბისი” ბანკის ფილიალებს.

შეგახსენებთ, აგრო-საინვესტიციო  სესხი ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომლითაც ”თიბისი” ბანკი აგრობიზნესის განვითარების ხელშეწყობას ცდილობს. ბანკი 2013 წლიდან ჩართულია  სახელმწიფო პროგრამებში – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „აწარმოე საქართველოში”. აღნიშნული პროექტების ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით , ბანკმა 8000-მდე მომხმარებელზე  320 მლნ  მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g