პარტია “ქართულმა ოცნებამ” ბანკ “ქართუდან” წინასაარჩევნო პერიოდში მილიონი ლარის ოდენობის სესხი აიღო. დოკუმენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, რომლს თანახმადაც “ქართული ოცნების” მიერ სესხის აღება 9 სექტემბერს მოხდა, ხოლო მისი დაფარვის ვადა 4 თვეა.
