LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულია 359 ადამიანი

158
69bde575ec5e09075bbe2e3d495e8581

თურქეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, ხოლო დაინფიცირებულია 359 ადამიანი. ინფორმაციას “როიტერი” თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ ქოჯას ინფორმაციით, ოთხშაბათს დაინფიცირებულთა რაოდენობა 191 იყო. კორონავირუსზე ტესტი 1,981 ადამიანს ჩაუტარდა.

168 შემთხვევაში ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. შესაბამისად, დაინფიცირებულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები უკვე დაიხურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g