თურქეთი სამედიცინო ტურიზმს 31 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის 20 მაისიდან გახსნის.
ქვეყანაში ჩასულ პაციენტს მაქსიმუმ ორი პირი უნდა ახლდეს, ისინი კორონავირუსზე ტესტს ქვეყანაში ჩასვლისთანავე, აეროპორტებსა და სასაზღვრო პუნქტებში გაივლიან.
მგზავრებს ასევე უფლება ექნებათ, ტესტი საკუთარ ქვეყანაში თურქეთში ჩასვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩაიტარონ და პასუხი საბაჟოზე წარადგინონ.
ქვეყანაში მხოლოდ უარყოფითი პასუხის მქონე ადამიანებს შეუშვებენ.
