თურქეთში „სამხრეთ აფრიკული“ და „ბრაზილიური“ Covid 19-ით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა აცხადებს, რომ ქვეყანაში ბრიტანული მუტაციის შემთხვევების რაოდენობა 196 ია. გარდა ამისა, მისი თქმით, დადასტურდა “სამხრეთ აფრიკული” ვარიანტის 2 და “ბრაზილიური” ვარიანტის 1 შემთხვევა.
თურქეთში მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური Sinovac-ის ვაქცინით მიმდინარეობს. ვაქცინის პირველი დოზა დაახლოებით 2.4 მილიონმა მოქალაქემ უკვე მიიღო.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში, თურქეთში კოვიდ 19-ის 2.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 26 000-ს აჭარბებს.
