საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფორმირებების მიერ მოკლული ქართველი ჯარისკაცის – არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქცია ქვეყნის 12 ქალაქში ერთდროულად იმართება.
ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სანთლებს ანთებენ.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის მთავარი მიზანი არის, ყოველგვარი პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების გარეშე, საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა დააფიქსირონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია.
“ფორტუნა” გთავაზობთ ფოტოებს აქციიდან.
22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უკანონო ფორმირებებმა, ახალგორში საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მათ მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი იყო. სეპარატისული რეჟიმის მტკიცებით ქართველმა ჯარისკაცმა, დაკითხვის შემდეგ, ცხინვალის იზოლატორში გადაყვანისას, წინააღმდეგობა გაუწია ოსურ მხარეს, რა დროსაც მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რის შემდეგაც იგი კიბეებზე დაგორდა, ხოლო მისი სივდილის მიზეზად გულის უკმარისობას ასახელებენ. სეპარატისული რეჟიმის ეს განცხადება არის სიცრუე, რადგან დე-ფაქტო ხელისუფლება არ თანხმდება ცხედრის გადმოცემას და არც ქართველ ექსპერტებს აძლევენ ცხედრის დათვალიერების უფლებას.
