LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელში ჩააკვდა პირდაპირ, ვერ წარმოიდგენთ, რა გადაიტანა” – ნუკი კოშკელიშვილი კოვიდთან ბრძოლისას ბენის გამოცდილებაზე საუბრობს

1621
BeFunky-collage (16)

ნუკი კოშკელიშვილი იხსენებს იმ სირთულეებს, რომლებსაც მისი მეუღლე ამერიკაში კოვიდთან ბრძოლისას უმკლავდებოდა.

“ბენი პროფესიით რადიოლოგია. იღებს რენტგენს. სანამ ეს კოვიდი დაიწყებოდა, ბენმა მითხრა, რომ მენეჯმენტს თავი უნდა დავანებო, ისევ ჩემს რადიოლოგიას გავაკეთებ, ხალხს ვხედავ, ბავშვები მოდიან, მათ ვუყვარვარ და მეც მიყვარს ხალხთან ურთიერთობაო.

დაიწყო კოვიდი, რაც პირდაპირი დარტყმა იყო ბენის პროფესიაზე. ბენი არ მკურნალობდა არცერთ კოვიდ დაავადებულს, თუმცა აკეთებდა ტესტირებას, შემდეგ ფილტვებს უღებდა.

როდესაც პირველი ტალღა დაიწყო, ბენი სულ ამბობდა, ისეთი ფილტვები ვნახე, რაც ცხოვრებაში არ მინახავსო .

ერთხელ ჰქონდა ასეთი შემთხვევა – პაციენტი მის ხელში გარდაიცვალა. მისი ბრალი არ იყო , რადგან ადამიანები გვიან მივიდნენ მასთან.

გადასაღებად რომ აყენებდა ადამიანს ხელში ჩააკვდა პირდაპირ კოვიდისგან.

შედარებით ასაკოვანი ადამიანი იყო. ვერ წარმოიდგენთ, ბენმა ეს როგორ განიცადა. ბენს ახლაც ნაწიბურები აქვს ცხვირზე, რადგან 18 საათის მანძილზე ორი ნიღაბი ეკეთა, ამას ვინ ჩივის, ემოციურად საოცარი სტრესი გადაიტანა”,- თქვა ნუკი კოშკელიშვილმა “ფორმულას” ერთ-ერთ გადაცემაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g