საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აგვისტოს ბოლოსთვის ქვეყანაში უკვე ჩატარებული იქნება მილიონ 200 000-მდე აცრა სრულად. მისივე თქმით, 800 000-მდე ადამიანი იქნება ერთხელ ვაქცინირებული და 400 000-ს მიაღწევს ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა.
გაბუნიას განმარტებით, საბჭო ასევე მსჯელობს იმ წამახალისებელ და მარეგულირებელ ღონისძიებებზე, რაც მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის.
„ასევე განიხილება ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ბავშვთა ასაკის ვაქცინაციასა და მსოფლიო გამოცდილების მიმოხილვას და ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის განახლებას, რომელიც ქვეყანას შემუშავებული აქვს წლის ბოლომდე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
