LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირების ყველაზე მაღალი პროცენტი არის 30-დან 60 წლამდე, გარდაცვალების უდიდესი ნაწილი 70 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფზე მოდის: გაბუნია

103
გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 0-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 80 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ინფიცირების შემთხვევები 4%-ს შეადგენს.

„ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი პროცენტი არის 30-დან 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, მაგრამ საყურადღებოა ის, რომ გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილი 70 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფზე მოდის“. – ამბობს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პირების ვაქცინაცია.

„0-დან 4 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, გავრცელების მაჩვენებელი არის 4%, მთელი ამ შემთხვევების. ბავშვებში მოიმატა შემთხვევების გავრცელებამ, მაგრამ საბედნიეროდ, უდიდესი ნაწილი მაინც შემთხვევებისა, არის მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობის, თავიდან იყო გარკვეული შიში ამ შემთხვევების მართვასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა შედარებით დასტაბილურდა ეს ამბავი.

ხანდაზმულ ასაკში, 80 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში არის დაახლოებით 4% სრული შემთხვევებისა, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფში, გამოსავალი არის ძალიან რთული, დიდი ნაწილი სიკვდილიანობის მოდის სწორედ მაღალი ასაკის პირებზე.

ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი ახლაც არის ის, რომ ვაქცინაციის აქცენტი მეტად გადავიტანოთ ხანდაზმული ასაკის პირებზე, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია და ლეტალობა შემცირდეს“.– განაცხადა თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში .

.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g