LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი აცხადებს, რომ უმჯობესია, თუ შეწყალების საქმეზე მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყება

56

ერთ-ერთი თემა, რის გამოც პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის უთანხმოება კიდევ უფრო მწვავდება, პატიმრების შეწყალებას უკავშირდება. მმართველ გუნდში შეწყალების აქტების რაოდენობა აეჭვებთ და საკონსტიტუციო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე მიანიშნებენ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ უმჯობესია, თუ შეწყალების საქმეზე მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყება, რადგან ამით ყველაფრის ლუსტრაცია მოხდება, – ამის შესახებ მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში “რეაქცია” ისაუბრა.

მე მოსურნე ვარ ასეთი რამის, რადგან კიდევ უფრო ლუსტრაცია მოხდება ამ ყველაფრის. ეს საზოგადოება რაღაცებს ატარებს, რაღაცების შეჩვევა ხდება. უკეთესია, თუ რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმება, ვიდრე ასე, ყურს რომ აჩვენებ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g