LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კანადელი ქალის საძინებელში მეტეორი ჩამოვარდა

275
page

კანადის პატარა ქალაქის, გოლდენის მცხოვრები ხანში შესული ქალბატონი, რუთ ჰამილტონი ნამდვილად იღბლიანი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ  შუაღამისას ქალბატონის სახლს მეტეორი დაეცა, რომელიც პირდაპირ მის საწოლზე ჩამოვარდა, ის მაინც უვნებლად გადარჩა. ჰამილტონს გაუმართლა, რომ საწოლის მეორე მხარეს ეძინა, თორემ შემთხვევა შესაძლოა ტრაგიკულად დასრულებულიყო.

66 წლის ქალბატონი იხსენებს, რომ ღამით საკუთარი ძაღლის ყეფამ გააღვიძა. რამდენიმე წამის შემდეგ კი მის საწოლზე მეტეორი დაეცა.

„უზარმაზარი აფეთქების ხმა გავიგე, შემდეგ სახეზე ნაგავი დამეყარა. სასწრაფოდ შუქი ავანთე და 911-ში დავრეკე“, — იხსენებს ის.

რასაკვირველია, ქალბატონმა თავდაპირველად არ იცოდა, რომ ეს მეტეორიტი იყო. პოლიციელებიც ეჭვობდნენ, რომ ეს ნარჩენი იქვე მიმდინარე ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებიდან იყო გამოტყორცნილი. თუმცა სამშენებლო კომპანიის ოფისში დარეკვის შემდეგ პოლიციას განუცხადეს, რომ ღამით არანაირ აფეთქებით სამუშაოებს არ აწარმოებდნენ. მათ ასევე დაამატეს, რომ კომპანიის მუშებმა დაინახეს მეტეორის ჩამოვარდნა, რასაც ცაში აფეთქება მოჰყვა.

ამის შემდეგ პოლიციამ საქმის კურსში ონტარიოს ლონდონის დასავლეთ უნივერსიტეტის ექსპერტთა ჯგუფი ჩააყენა, რომელმაც მალე დაადასტურა, რომ ეს ქვა მართლაც კოსმოსიდან იყო ჩამოვარდნილი დედამიწაზე.

უნივერსიტეტის ასტროფიზიკის პროფესორი პიტერ ბრაუნი ამბობს, რომ უდიდესი ალბათობით, მეტეორი მზის სისტემის ასტეროიდთა მთავარი სარტყლიდანაა.

აღსანიშნავია, რომ ეს მეტეორიტის საძინებელში ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა არ არის. შარშან ასეთივე ფაქტი ინდონეზიაშიც დაფიქსირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g