ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში თავის ძველ სურათს აქვეყნებს და წერს, რომ ფოტოში ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. მისი თქმით, ასაკის მატებასთან ერთად იცვლება სხეული, იხვეწება ნაკვთები, რასაც თავისი ხიბლი აქვს და ადამიანები ამით უნდა დატკბნენ.
როგორც ნუკი წერს, არ შეიძლება უკან იხედებოდე და წარსულს ნატრობდე, რადგან მნიშვნელოვანია დღევანდელი და ხვალინდელი დღით იცხოვრო.
„ეს ფოტო არის გადაღებული 8 წლის წინ! იმის და მიუხედავად, რომ თითქოს დიდი დრო არ გასულა, მგონია, რომ ძალიან პატარა გოგოს ვგავარ ამ ფოტოში. ძალიან ცოტა მაკლდა ფოტო, რომ ვნახე ბენისთვის მეთქვა: „ვის შევწირე ჩემი ახალგაზრდობა“-თქო. თავი შევიკავე. ყველა ასაკს აქვს თავის ხიბლი, არა მხოლოდ განწყობას და ყოფას, გარეგნობასაც ვგულისხმობ. იცვლება სხეული, იხვეწება სახის ნაკვთები.
მინდა, ისევ 21 წლის ვიყო, განა არ მინდა მაგრამ ისიც მინდა 56-ის ვიყო, ვნახო, როგორი ვიქნები.
მოკლედ რისი თქმა მინდა, ცოტა კი შემაქანა ეს ფოტო, რომ ვნახე, თვალში მომხვდა განსხვავება (არ დაიწყოთ იმდენი რაღაც გაქვს გაკეთებულიო, თვალებს ვგულისხმობ, ახალგაზრდაა). მაგრამ მერე მივხვდი, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს და უნდა დავტკბეთ, არ შეიძლება უკან იხედებოდა და ნატრობდე წარსულს, ძალიან მნიშვნელოვანია იცხოვრო დღევანდელი და ხვალინდელი დღით! არ ჩაეჭიდო იმას რაც იყო, შექმენით ახალი ან გახდით უკეთესი, მოკლედ იყურეთ წინ და მხოლოდ ხან და ხან უკან“, – წერს ნუკი კოშკელიშვილი.

