DJ Khaled-ის ვაჟი, ასადი, რომელიც მამასთან ერთად ხშირად ჩნდება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, 23 ოქტომბერს 2 წლის ხდება.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა რეპერმა პატარას დიდებული დღე წინასწარ მოუწყო და სტუმრებს მეუღლესთან ერთად ბეისბოლის სტადიონზე უმასპინძლა.
პატარამ დღეობაზე უამრავ საჩუქართან ერთად, ,,ფერარის” მანქანა მიიღო, რომელშიც მალევე მოკალათდა და ფოტოგრაფებისთვის პოზირება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ შარშან, Khaled-მა ასადისთვის მაიამის ერთ-ერთი ღამის კლუბი დაიქირავა და ბიჭუნას დაბადების დღე ჯუნგლების თემატიკით აღნიშნა.