LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda და Hitachi ავტომობილის გასაღებში ალკოტესტს დაამონტაჟებენ

112

Honda და Hitachi მომხმარებლებს საინტერესო სიახლეს სთავაზობს. საქმე იმაში გახლავთ, რომ მათი ერთობლივი პროექტის დამსახურებით, ავტომობილის გასაღების სისტემაში დამონტაჟდება ალკოტესტი, რომელიც, მძღოლის სუნთქვით, ზუსტად 3 წამში დაადგენს სისხლში აკოჰოლის პროცენტულობას.

ამ სისტემის მთავარი დანიშნულება გახლავთ ავტომფლობელების დახმარება, რომელიც სიმთვრალის შესახებ მანამ გაგვაფრთხილებს, სანამ ის მოძრაობას დაიწყებს. როგორც Honda-ს პრეს სამსახურში აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ მძღოლი ნასვამი აღმოჩნდება, ძრავის გამშვები სისტემა დაიბლოკება და ავტომობილის დაძვრა შეუძლებელი გახდება.

ამ ეტაპზე ახალი სისტემის ტესტირება მიმდინარეობს. თუმცა, როგორც Honda და Hitachi აცხადებენ, ალკოტესტის პრეზენტაცია აპრილის შუა რიცხვებში, SAE World Congress-ის ფარგლებში გაიმართება.

ამ სისტემაზე საუბარი 2015 წლიდან მიმდინარეობს, მაგრამ როდიდან გამოჩნდება ალკოტესტი სერიულ წარმოებაში, ჯერჯერობით უცნობია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები