„ოპოზიციის და რამდენიმე NGO-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პანიკის შექმნის მცდელობას, მაგრამ ხალხმა ეს ყველაფერი დიდი ხანია გაშიფრა და ამის შედეგი იყო ის, რომ აქციაზე 10 ადამიანი მივიდა, საქართველოს ნამდვილად გაუმართლა იმაში, რომ დღეს, ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“. ყოველ ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ იჩენს დაფიქრებას, მოთმინებით მიდგომას, როცა ხდება ანალიზი და არა ემოციებზე აყოლა“, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის რეაქციას რუსეთში მომხდარ შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის მოსაზრებით, ადგილი ჰქონდა პანიკის შექმნის მცდელობას.
პრეზიდენტი: „ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს“
„გადაშალეთ ნებისმიერი სახელმძღვანელო, როგორ გამოიყურება ჰიბრიდული ომის ტაქტიკები და ზუსტად ნახავთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ზუსტად იგივე ტაქტიკით მოქმედებს ოპოზიცია და რამდენიმე NGO. გუშინ წინ, ჩვენ ვნახეთ, რომ საზოგადოებაში იყო დაბნეულობის შემოტანის მცდელობა, იყო კონსპირაციების ჩამოყალიბება, თითქოს რაღაც კავშირები იყო, იყო პანიკის შექმნის მცდელობა, რომ მოაწყდნენ თითქოს ჩვენ საზღვარზე, მათ შორის ტყუილის გავრცელება. ამაში ჩართულნი იყვნენ ზოგიერთი უცხოური მედიასაშუალების ქართული რედაქციის წარმომადგენლები. „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის წარმომადგენლები პირდაპირ „ტვიტერის“მეშვეობით ავრცელებდნენ ამ ყალბს ინფორმაციაში იმას, თითქოს ლარსის სასაზღვრო პუნქტს მოაწყდნენ რუსეთის მოქალაქეები, რაც იყო აბსოლუტური დეზინფორმაცია. ამას შემდეგ სოციალურ ქსელში მოჰყვა რამდენიმე აქტივისტის მიერ ილუზიის შექმნა, თითქოს რაღაც სახალხო აღშფოთებას ჰქონდა საუბარი.
ჩვეულებრივ ჰიბრიდული ომის ტაქტიკები იქნა გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ მნიშვნელოვანია მეორე მომენტი, ქართველმა ხალხმა დიდ ხანია გაშიფრა ის, რომ ეს არის ერთად შეკრული კასტა ოპოზიციის, რამდენიმე NGO-სი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ზუსტად ამ ტაქტიკით მოქმედებს და ამის პასუხი იყო შემდეგ დაანონსებულ აქციაზე მისული 10 ადამიანი. აი, ეს არის რეალობა. სინამდვილეში არის ვირტუალური რეალობა, რომელიც ჰიბრიდული ომისთვის არის დამახასიათებელი და ამ ტაქტიკით მოქმედი ოპოზიცია და რამდენიმე NGO, რომელიც ყოველ ასეთ შემთხვევაზე, ერთი და იგივე მატრიცით მიდის ყველაფერი, დაბნეულობის შემოტანის მიზნით ხდება კონსპირაციების შემოგდება. შემდეგ პანიკის აწევის მიზნით ხდება სოციალურ ქსელში ორგანიზებული აქტივობა იმისთვის, რომ შექმნან რაღაც მასობრიობის აღქმა, მაგრამ ყოველ ჯერზე ასეთი დამოკიდებულება იფუშება, ვინაიდან ქართველმა ხალხმა ეს გაშიფრა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
