LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: რამდენჯერაც პრემიერი მოვიდა პარლამენტში, დებატები მოიგო ათით და ასით ნული.. პარასკევსაც მორიგი დებატები ასით ნული დასრულდება

135
Untitled design (2)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რამდენჯერაც პარლამენტში მივიდა, იმდენჯერ მოიგო დებატები ათით ნული“, მისივე თქმით, „სწორედ ამიტომ ინტერპელაციაზეც კი აღარ ითხოვენ ხოლმე პრემიერის მისვლას“.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, „პარასკევს მორიგი დებატები ასით ნული დასრულდება“.

ირაკლი ღარიბაშვილი 30 ივნისს პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს

„იმდენად დამარცხდა ოპოზიცია ყოველ ჯერზე, ათით ნულით, ასით ნულითაც კი, რომ ინტერპელაციაზეც კი აღარ ეძახიან. ანუ, საკუთარი ფიასკო აღიარეს. შესაბამისად, პარასკევსაც მორიგი დებატები ასით ნული ანგარიშით დასრულდება, როგორც ეს ხდებოდა წინა შემთხვევებში. ბუნებრივია, ამას იხილავს საზოგადოება. მიზანი არის წლიური ანგარიშის ჩაბარება. რაც მოხდა გასული წლის განმავლობაში, ყველა რეფორმა, ყველა გადადგმული ნაბიჯი, ყველაფერთან დაკავშირებით იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია. ესაა ყოველწლიური ანგარიშის მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g