ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში, გზაზე ტრაილერი ამოყირავდა.
შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ამ დროისთვის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილი არ არის.
