მივქარე, რომ იმ „აჯაფსანდალში“ ვმონაწილეობდი, ვგულისხმობ, ოპოზიციურ ე.წ. ერთობას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიბმულ პარტიებთან არაფერი ესაქმება.
„მკაფიო დასკვნა გავაკეთე, ძალიან მივქარე, რომ იმ „აჯაფსანდალში“ ვმონაწილეობდი. ოპოზიციურ ე.წ. ვითომ ერთობას ვგულისხმობ, სინამდვილეში ყველა თავისკენ რომ უბერავდა. შევცდი, დასკვნა გამოვიტანე, მსგავს რამეში მონაწილეობას არ ვაპირებ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიბმულ პარტიებთან არაფერი მესაქმება.
სააკაშვილი არის უბრალოდ საერთაშორისო მასშტაბის თაღლითი და აფერისტი. გამოაშკარავდა კიდეც, რომ უცბად განიკურნა, სტრასბურგმა რომ უთხრა არაფერი გჭირსო, არც დემენცია აქვს, არც მემენცია, არაფერი აქვს. ახლა უკრაინას ათავისუფლებს და ანტარქტიდასაც შემოუერთებს საქართველოს ცოტა ხანში. აფერისტია ჩვეულებრივი, გაქუცული, გაქანებული თაღლითი“, – განაცხადა ელისაშვილმა.
