LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სასწავლო სატრენინგო ცენტრში თანამშრომელი გამოცდების მიმდინარეობისას გარდაიცვალა

191
811d95fddf76a7f82640845db010628da8b_2202

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, სასწავლო სატრენინგო ცენტრში, გამოცდების მიმდინარეობისას ცენტრის თანამშრომელი გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ცენტრის თანამშრომელი ხანგრძლივ რეანიმაციული მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა, თუმცა, მისი გადარჩენა მედიკოსებმა, ვერ შეძლეს.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სასწავლო სატრენინგო ცენტრში, გამოცდების მიმდინარეობისას გარდაიცვალა ცენტრის თანამშრომელი, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საზოგადოების ინფორმირებისთვის, განვმარტავთ, რომ ცენტრის თანამშრომელს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში, ხანგრძლივ რეანიმაციული მკურნალობას გადიოდა, თუმცა, მისი გადარჩენა მედიკოსებმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g