LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: არ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში არავითარ შემთხვევაში არ წავალ, მაგრამ ვერც საწინააღმდეგოს ვიტყვი – იმას გავაკეთებ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად იქნება უკეთესი

408
fot

არ ვიტყვი ახლა ამ ეთერში, რომ პოლიტიკაში არავითარ შემთხვევაში არ წავალ, მაგრამ ვერც საწინააღმდეგოს ვერ ვიტყვი,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „ღამის მთავარი“ განაცხადა.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 2024 წელს შეცვლას ის უყურებს, როგორც ქვეყნისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხს.

მისივე თქმით, იმას გააკეთებს, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად უკეთესი იქნება.

„ის, რაც მე გარეთ ყველაზე მეტად მაშინებს ამ ყველაფერში, რაც ჩემთვის რთულია, არის მოლოდინები, რომელიც ძალიან მაღალი ამოჩნდა. ჯერ მომიწევს გაცნობიერება, რა არის ეს მოლოდინები და რამდენად რეალისტურია, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ეს მოლოდინი რეალისტურია. არ მაქვს არანაირი გადაწყვეტილება მიღებული, არ ვიტყვი ახლა ამ ეთერში, რომ პოლიტიკაში არავითარ შემთხვევაში არ წავალ, მაგრამ ვერც საწინააღმდეგოს ვერ ვიტყვი. ნებისმიერ ვითარებაში იმას გავაკეთებ, რაც უპირველეს ყოვლისა, ჩემი და შემდეგ, სხვების აზრითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად უკეთესი იქნება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 2024 წელს შეცვლას ვუყურებ, როგორც ამ ქვეყნისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხს. მგონია, რომ ჩვენ 2024 წელს მივდივართ ევროპაში დაჩქარებული ტემპით ან მძიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენი სამშობლოს ცივილიზაციის სწორ მხარეს მიღმა დატოვების შესახებ. ამ დროისთვის უკრაინის ომი შესაძლოა, ბოლომდე დამთავრებული არ იყოს, მაგრამ მთავარი გამარჯვებები მიღწეული იქნება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, – განაცხადა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g