LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: პრეზიდენტმა, ნიღაბი ჩამოხსნა და გააშიშვლა ის პოზიცია, რომელიც აქამდე ხელისუფლებას ფარულად ჰქონდა

233
Untitled design (8)

„პრეზიდენტმა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნიღაბი ჩამოხსნა და გააშიშვლა ის პოზიცია, რომელიც აქამდე ხელისუფლებას ფარულად ჰქონდა. დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან კრიტიკულ ზღვარზეა“, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აკეთებს.

„პრეზიდენტი იმ პოზიციაზეა, რაზეც ოპოზიცია წლებია ვსაუბრობთ“ - ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი ეხმაურებიან. 

მისი განცხადებით, ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ შორდებიან ერთმანეთს პოზიცია და ოპოზიცია.

მამუკა ხაზარაძე ისურვებდა, რომ „ჯანსაღი ძალების გაერთიანებით „ქართული ოცნება“ დაამარცხონ და ამით ქვეყნის გაერთიანებისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგას“.

„მე ნამდვილად არ მინდა საქართველოს რომელიმე მოქალაქე სხვადასხვა მიზეზით დასანქცირდეს, რადგან ეს საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის. ქართულ საზოგადოებას ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი, თუმცა ამის მიზანი უნდა იყოს ის, რომ საქართველო მოვახვედროთ იქ, სადაც მას ადგილი ისტორიულად ეკუთვნის. ეს არის ევროპული ინტეგრაცია, სადაც მშვიდობა, დოვლათი და კულტურის დაცვის ყველაზე დიდი გარანტიაა.

რაც შეეხება პოლარიზაციას, ნებისმიერი ხელისუფლება მისი შემცირებისკენ უნდა მიისწრაფოდეს. ყოველდღიურად, ნებისმიერი ტრიბუნიდან ვხედავთ, თუ როგორ შორდებიან ერთმანეთს პოზიცია და ოპოზიცია. მე ვისურვებდი, რომ ჯანსაღი ძალების გაერთიანებით “ქართული ოცნება“ დავამარცხოთ და ამით ქვეყნის გაერთიანებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ. გაერთიანება პოლიტიკური პარტიების შერწყმას არ გულისხმობს, ეს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის საზოგადოების ერთობას ნიშნავს.

აქედან გამომდინარე, მე პრეზიდენტის პოზიციას ვიზიარებ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება გქონდეს მისწრაფება, გახდე EU-ს წევრი და ყოველ მეორე დღეს EU-ის ელჩს ლანძღავდე.. რეალური მშვიდობა და უსაფრთხოება არის ჩვენი გაერთიანება ევროკავშირსა და NATO-ში

„ძალადობა შიშის და სისუსტის პირველი ნიშანია – არ შეიძლება ვერ მოისმინო სხვისი კრიტიკა, ზოგჯერ მძაფრი, გაუმართლებელი, უხეში… თუ ვერ მოისმენ გაატარე“ – სალომე ზურაბიშვილი

„გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებით მივიღე… არ არის საჭირო, ვიღაცებმა ყოველდღიურად გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე..“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი: რიტორიკა უთუოდ უნდა შეიცვალოს, მიუღებელია ქვეყნისთვის.. რაც ლგბტ-ს ეხება, ჩვენი არიან კინტოები!

სალომე ზურაბიშვილი: მიკვირს, ქალთა კონფერენციაზე მმართველი პარტიიდან, მთავრობიდან, პარლამენტიდან, არავინ არ იკადრა, რომ მოსულიყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g