Google-ის ვერსიით ყველაზე მეტად მოთხოვნადი ავტომობილი Honda გახდა. ინტერნეტ-გიგანტმა გასული წელი შეაჯამა და ყველაზე პოპულარული საავტომობილო ბრენდები გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ამერიკელ მომხმარებლებზე დაყრდნობით შედგა. აღმოჩნდა, რომ 2016 წელს ისინი google-ის საძიებო სისტემაში ყველაზე ხშირად Honda-ს ეძებდნენ. იაპონურ კომპანიას, ლიდერობაში ახალი მოდელები Civic, CR-V და Pilot 2017 დაეხმარნენ. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჰონდა რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებდა და ლიდერი კი Chevrolet იყო. რაც შეეხება 2016 წლის რეიტინგს, მეორე პოზიცია Mercedes-Benz-მა დაიკავა. გერმანელმა მწარმოებელმა მომხმარებელთა დაინტერესება ახალი C-class-ით და Maybach-ით მოახერხა.