რუსი სამხედროების მიერ 8 ივლისს დილით დონეცკის ქალაქ ლიმანის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა.
კირილენკოს თქმით, გარდა ამისა, გასული დღის განმავლობაში, რუსეთის არმიის მიერ დაბომბვის შედეგად, ქალაქ ავდიევკის მკვიდრი დაიღუპა, სოფელ ზაკოტნოეში კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.
