LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირიან ხუხუნაიშვილის წარმატება: „მე ვიქნები პირველი ახალგაზრდა დირიჟორი, რომელსაც, პროგრამის ფარგლებში,  ერთ წლიან მენტორობას გამიწევს თვითონ მაესტრო…“

276
მირო ხუხუნაიშვილი

ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი საკუთარ წარმატებაზე წერს:

„სიხარულით გიზიარებთ, რომ მაესტრო ქრისტოფ ეშენბახის ახლად დაფუძნებული ფონდის კომისიამ შემარჩია და მე ვიქნები პირველი ახალგაზრდა დირიჟორი, რომელსაც, პროგრამის ფარგლებში,  ერთ წლიან მენტორობას გამიწევს თვითონ მაესტრო. გარდა ამისა, მასთან ერთად მივიღებ მონაწილეობას კონცერტებში და  ჩემი პროფესიული კარიერის განვითარებაზე იზრუნებს მისი გუნდი!

ჩემი ოფიციალური წარდგენა მოხდება 7 სექტემბერს, ვროცლავში, საერთაშორისო ფესტივალის “Wratislavia Cantans”-ის საინუგურაციო კონცერტზე, სადაც ვიდირიჟორებ Tan Dun-ის Passacalia-სა და პენდერეცკის “Kosmogonia”ს, რომელიც დაწერილია დიდი სიმფონიური ორკესტრისთვის, გუნდისთვისა და სოლისტებისთვის.

მაესტრო მეორე განყოფილებაში იდირიჟორებს ბეთჰოვენის “პასტორალურ” სიმფონიას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g