LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანები ითხოვენ, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად – რომელ ტაძარსაც ექნება საჭიროება და მოითხოვს, ბანკი დაუდგამს აპარატს“ – ანდრია ჯაღმაიძე ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე

229
ანდრია ჯაღმაიძე

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

ჯაღმაიძე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ცალკეულ ეკლესიაში ელექტრონული შესაწირი აპარატები დაიდგა.

„ადამიანები ითხოვენ, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად, რომელ ტაძარსაც ექნება საჭიროება და მოითხოვს, ბანკი დაუდგამს აპარატს“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ ტაძარში ელექტრონული შესაწირი ტერმინალი დგას.