LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადრიანა ლიმა თურქული Vogue-ის ნოემბრის ნომრის სახე გახდა – სუპერმოდელმა დემნა გვასალიას მიერ Gucci-სთვის შექმნილი სამოსი მოირგო

145
photo-collage.png (1)

ადრიანა ლიმა თურქული Vogue-ის ნოემბრის ნომრის გარეკანის ვარსკვლავია.

ჟურნალის ფოტოსესისთვის, რომელიც ნიუ-იორკში მოეწყო, 45 წლის ვარსკვლავმა წარმოშობით ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ Gucci-სთვის კონცეპტუალურად შექმნილი სამოსი მოირგო, რაც მოდის ინდუსტრიაში წლის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ კოლაბორაციად შეფასდა.

„ადრიანას თავისებური შარმი და Gucci-ს ახალი ეპოქის თამამი, პროვოკაციული ესთეტიკა ერთმანეთს იდეალურად შეეხამა. ნოემბრის გარეკანისთვის ამაზე უფრო ამაღელვებელ კოლაბორაციას ვერც კი წარმოვიდგენდი“, – აღნიშნა ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, ზეინეპ აქდოგანმა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი სუპერმოდელი ამ კონკრეტული გამოცემის გარეკანზე 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ლიმამ ამავე გამოცემის გარეკანი პირველად 2014 წელს დაამშვენა.

ამასთან, მიმდინარე წელი ადრიანასთვის განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა, რადგან მან ცოტა ხნის წინ Victoria’s Secret-ის პოდიუმზეც ტრიუმფალური დაბრუნება აღნიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები