დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, პრემიერ-მინისტი მამუკა ბახტაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე მივიდნენ.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობიან, ისინი მედიას დამატებით დეტალებზე ინფორმაციას მიაწვდიან.
ამ ეტაპზე დადასტურებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილია სამი ადამიანი. გარდაცვლილებს შორის არ არიან არასრულწლოვნები.
როგორც „ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, არც ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არ არის.