აფრიკელმა ვიზაჟისტმა 24 საათში 111 მაკიაჟი გააკეთა და მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა Turkmen portal-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
რეკორდის ავტორი 26 წლის მერი იონგაია. აღსანიშნავია, რომ მან 19 წლის წინ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, 19 წლის წინ ინდონეზიელმა მართა ტილაარმა ერთ დღე-ღამეში 96 მაკიაჟი გააკეთა.
რაც შეეხება იონგს, მისი გეგმა 24 საათში 100 გოგონას გალამაზება იყო, თუმცა საბოლოო ჯამში დასახულ მიზანს გადააჭარბა. თანაც, მთელი ამ პროცესის განმავლობაში მან მხოლოდ ერთხელ, ისიც 20 წუთით შეისვენა, არ უჭამია საჭმელი და არ მიუღია არანაირი სასმელი.
საინტერესოა, რომ გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად მაკიაჟი სრულყოფილი უნდა ყოფილიყო, თავისი ტონალურით, კონსილერით, თვალის ჩრდილებით, ფანქრით, ტუშით და ა.შ. რეკორდსმენმა ეს წესიც ზედმიწევნით დაიცვა.