LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აგარაკი ბებიის მოცემული ფულით ვიყიდე… არ ვფიქრობ იმაზე, რა იქნებოდა, ჩემი მეუღლე დღეს ჩემ გვერდით რომ არ ყოფილიყო…“ – მაკა ძაგანია მეორე ნახევარზე

490
მაკა ძაგანია

მაკა ძაგანია ჟურნალ „თბილისელებთან“ ოჯახისა და პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს, ასევე ქალაქგარეთ ცხოვრებაზე.

ყოველთვის ფულიანი გოგოს იმიჯი გქონდა, გიფიქრია, რატომ?

შეიძლება, სერიალში ჩემმა თამაშმა განაპირობა, მაგრამ ბევრმა დღესაც არ იცის, რომ ქართველი მსახიობები რეალურად მათხოვრები არიან. თუ სოციალურ ქსელში უყურებენ აგარაკის ვიდეოებს და ამის გამო ვგონივარ ვინმეს ფულიანი, კიდევ ვამბობ, რომ ბებიის მოცემული ფულით ვიყიდე, არც ჩემი ნაგროვები ფულით და არც ბანკის სესხით.

მეორედ შექმენი ოჯახი. არ გიფიქრია, რომ რა მოხდებოდა, რომ შეგშინებოდა ოჯახის შექმნის, არ აგერჩია და ეს ადამიანი შენ გვერდით არ ყოფილიყო დღეს შენ გვერდით?..

არ ვფიქრობ და არც მინდა, ვიფიქრო იმაზე, რომ დღეს ჩემი მეორე ნახევარი ჩემ გვერდით არ ყოფილიყო. თუმცა ვიტყვი, რომ ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა. ის არ მექნებოდა, რაც ახლა მაქვს და მინდა. ეს ის ადამიანია, ვისაც უსიტყვოდ დავადებ თავზე მხარს და გამიგებს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები