არაჩვეულებრივი თვითორგანიზებული სამოქალაქო პროტესტია, არ სჭირდება ხელოვნურად სათავეში ჩადგომა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, სამოქალაქო ერად ჩამოვყალიბდით.
„არაჩვეულებრივად მიდის ეს პროცესი. სამოქალაქო ერად ჩამოვყალიბდით. ეს არის უდავო. აღმაფრთოვანებელია, იქ დგას ყველა, თითოეული პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე. შესაბამისად, არ სჭირდება ხელოვნური სათავეში ჩადგომები“, – აღნიშნა ელისაშვილმა.